ქიმიური ექსპერიმენტებითა და აღმოჩენებით სავსე ღია გაკვეთილი ტობანიერის საჯარო სკოლაში
27-05-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიას ექსპერიმენტებითა და საინტერესო პრაქტიკული სამუშაოებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, პედაგოგ მარიზა ქართველიშვილის ჩატარებული ღია გაკვეთილი, რომელიც საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით წარიმართა. 

„ჩვენი საუკეთესო მარიზა ქართველიშვილსა და მისი მარგალიტების წყალობით - დღევანდელი ქიმიის, ღია, გაკვეთილი ნამდვილ აღმოჩენად და ცოდნის ზეიმად იქცა.

საკლასო ოთახი ერთი ჩვეულებრივი სივრციდან პატარა ლაბორატორიად გადაიქცა, სადაც თითოეულმა ცდამ მოსწავლეების თვალებში გაოცება, ინტერესი და სიხარული გააღვიძა.

ფერების მოულოდნელი ცვლილება, რეაქციების ეფექტური მიმდინარეობა, ნივთიერებების გარდაქმნა - ყველაფერი ეს იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თითოეული მოსწავლე პროცესის მონაწილედ გრძნობდა თავს.

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ცოდნა ყველაზე საინტერესო მაშინ არის, როცა მას თვალით ხედავ, ხელით ეხები და თავად ხდები აღმოჩენის ნაწილი“,- აღნიშნავენ სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები. 

„მადლობა და უამრავი წარმატება მარიზა მასწავლებელს ამგვარად დაგეგმილი პროცესისთვის“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203