თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღესასწაული თორიის საჯარო სკოლაში​
27-05-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი და საოცრად ემოციური ღონისძიება მიუძღვნა; ამ მასშტაბური დღესასწაულის შემოქმედნი კი მოსწავლეებთან ერთად, სკოლის გამორჩეული პედაგოგები იყვნენ.

ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა - არეკნაზ დარბინიანმა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ნელლი მალხასიანმა მოსწავლეებს მისცეს საშუალება, სიღრმისეულად გაეაზრებინათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, წარმოეჩინათ სახელმწიფო ენის ცოდნის ხარისხი და თანატოლებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, როგორი იყო საქართველოს ისტორიული გზა თავისუფლებამდე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული აქტივობები წარმოადგინეს:

მათ შეასრულეს თემატური მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს მინი-სპექტაკლი მეფე ერეკლეზე, რამაც დამსწრე საზოგადოება საქართველოს გმირულ წარსულში ამოგზაურა.

ღონისძიების კულმინაცია კი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა - თორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეჰფიცეს, რომ მუდმივად იდგებიან საქართველოს დამოუკიდებლობის, მისი წინსვლისა და უკეთესი მომავლის სადარაჯოზე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203