მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ონგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
27-05-2026

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს ინგლისურენოვანი პროექტი თემაზე - „ამინდი დედამიწაზე“. 

მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები და თემატური პოსტერები მოამზადეს. 

ბავშვებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი და წარმოაჩინეს როგორც ინგლისური ენის ცოდნა, ისე გუნდური მუშაობის, საკომუნიკაციო თუ შემოქმედებითი  უნარები. 

„მადლობა ბავშვებს საინტერესო აქტივობისთვის და ასეთი ჩართულობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა სასწავლო შემართება. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203