
ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული სამოსის დღე საინტერესოდ აღნიშნეს.
ქუთაისის მერვე საქალაქო ბიბლიოთეკაში, ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ქუთაისის №4 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეები (კლასის ხელმძღვანელი იზა ხარატიშვილი) მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე არაერთი საინტერესო ნომრით წარდგნენ და აღნიშნეს, რომ ქართული ეროვნული სამოსი არის ჩვენი ფესვები, ღირსება და იდენტობა. ამ სამოსში არის ჩვენი წარსულის ძალა, წინაპართა სიბრძნე და ის სილამაზე, რაც საუკუნეებს უძლებს.
მოსწავლეებმა ამაყად აღნიშნეს, რომ ქართული ტრადიციული სამოსი ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩოხა, კაბა და სხვა ტრადიციული სამოსი არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ ქართველი ხალხის ხასიათსა და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობასაც გამოხატავს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული ფასეულობების პატივისცემისა და ქართული კულტურის სიყვარულის გაღრმავებას.
„ეროვნული სამოსი არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, რომელიც ჩვენს თვითმყოფადობას ამაყად წარმოაჩენს“,- დასძენენ სკოლაში და მომავალ თაობას ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ფოტოები: