საზეიმო „ბოლო ზარი“ და ემციური გამოსამშვიდობებელი ღონისძიება კულიკამის საჯარო სკოლაში 
27-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა დააფრთიანა

20 მაისს სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს და წარმატებული და ბედნიერი მომავალი უსურვეს. 

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ეს დღე მეტად ამაღელვებელი იყო როგორც კურსდამთავრებულებისთვის ისე მათი პედაგოგებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203