„სიამაყეა, ასეთი მბრწყინავი, ღიმილიანი და მიზანდასახული თაობის გაცილება“- ფერეთის საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება
27-05-2026

სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

20 მაისს, სკოლაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე მე-12 კლასელებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მთელმა სკოლამ მიულოცა. 

მე-12 კლასელებისთვის სკოლასთან და ბავშვობასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. მათ სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დღის ბოლოს მათი თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. „ბოლო ზარი“ კი გამოსაშვები წვეულებით გაგრძელდა. 

სასკოლო საზოგადოება მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ნათელ მომავალს უსურვებს. 

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ჩვენი სკოლისთვის უდიდესი სიხარული და სიამაყეა ასეთი მბრწყინავი, ღიმილიანი და მიზანდასახული თაობის გაცილება.

დასრულდა ერთი ლამაზი ეტაპი და იწყება ახალი, აღმოჩენებითა და წარმატებებით სავსე ცხოვრება. გისურვებთ, რომ ეს ენერგია, მოტივაცია და ერთმანეთის სიყვარული არასდროს დაგეკარგოთ! 

ეს დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა სხვა კლასის ბავშვების გვერდში დგომამ - მათმა მილოცვებმა და თბილმა ემოციებმა უფროსი მეგობრების მიმართ მთელი სკოლა გააერთიანა. 

ფართო გზაზე გევლოთ, ჩვენო ძვირფასებო!

ყველაზე ემოციური დღის ერთი ეპოქა დასრულდა. დაირეკა „ბოლო ზარი“, მაგრამ მოგონებები სამუდამოდ დარჩება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203