
სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ენუქიძე და მოსწავლე თამარ ქარჩხაძე სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
7 მაისს, ფერეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნატო ენუქიძემ, XI კლასის მოსწავლე თამარ ქარჩხაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის XXXVI საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში.
მიღწეული წარმატებისთვის მოსწავლესა და მის მასწავლებლელს შესაბამისი სიგელები გადაეცათ.
მოსწავლე-მასწავლებლის საკონფერენციო ნაშრომის თემა გახლდათ - „ფერეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მდგომარეობა“.
კვლევის მიზანი: გეოგრაფიული მდგომარეობის განსაზღვრა, სამომხმარებლო და ეკონომიკური უნარ-ჩვევების გამოვლენა, სოფლის დაარსების ისტორიის შესწავლა და იმ მიზეზების გაანალიზება, თუ როგორ და რატომ იცვლებოდა სოფლის ვითარება დროთა განმავლობაში.
ნაშრომმა კონფერენციის მონაწილეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
პედაგოგი მადლობას უხდის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს - სულხან კუპრაშვილს სანტერესო გამოცდილებისთვის.
„ინფორმაციულად დატვირთული დღისთვის მადლობას ვუხდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ბატონ სულხან კუპრაშვილს და მსოფლიო ისტორიის კათედრის პროფესორს, ბატონ ომარ ნიშნიანიძეს“,- აღნიშნავს პედაგოგი.