
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში ქვეყნის უმთავრესი ეროვნული დღესასწაული აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მე-5 კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად და დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ წარმოადგინეს თემატური გამოსვლები, ლექსები, პატრიოტული ნომრები და ისაუბრეს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნული ცნობიერების, სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლების ფასისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერება.
აქტივობებმა ხელი შეუწყო ისტორიული მოვლენების უკეთ გააზრებას და ეროვნული ღირებულებების პატივისცემის ჩამოყალიბებას.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართლის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არევიკ ბადიშიანი.
იხილეთ ფოტოები: