A Class Magazine​ - ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ინგლისურენოვანი ჟურნალი შექმნეს
27-05-2026

სიმონ არველაძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

სკოლის მე-7 კლასში განხორციელდა პროექტი „A Class Magazine“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარება და გუნდური მუშაობის ხელშეწყობა. ასეევ ინგლისური ენის ცოდნის განმტკიდება და სიტყვათა მარაგის გამდიდრება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კლასის ჟურნალი, სადაც გააერთიანეს სხვადასხვა თემები: სპორტი, მოდა, ახალი ამბები, პოეზია, გასართობი ისტორიები და სასკოლო ცხოვრება.

მუშაობის პროცესში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტექსტების მომზადებასა და ჟურნალის გაფორმებაში, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ხელი შეუწყო მათი კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარებას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203