ონოღიას საჯარო სკოლაში მუსიკალური კონკურსი გაიმართა 
28-05-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. ბავშვების მოტივაციის მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

15 მაისს, ონოღიას საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელმა - ნათელა ჯიქიამ ჩაატარა მუსიკალური კონკურსი კლასებს შორის.

კონკურსში მონაწილეობდნენ I-VIII კლასების მოსწავლეები. მოსწავლეებმა იაქტიურეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მონაწილეებმა გამოავლინეს სიმღერის სიყვარული, აგრეთვე გამოვლინდნენ ნიჭიერი მომღერლები.

ჟიურის წევრებმა გამოაცხადეს გამარჯვებულები: I ადგილი V კლასმა დაიმსახურა, II ადგილი VIII კლასს ერგო და III ადგილი მე-3 კლასელებმა გაინაწილეს.

კონკურსი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. 

„წარმატებები ვუსურვოთ მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203