
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიება მოეწყო.
მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ექსკურსიით, აბედათის ციხესა და ნახუნაოს სირაქლემების ფერმას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მათ შუა საუკუნეებში აგებული ციხესიმაგრე დიდი ინტერესით დაათვალიერეს და გაეცნენ უძველესი ციხის ისტორიას. შედეგ კი სირაქლემების ფერმაში გადაინაცვლეს, სადაც აფრიკული სირაქლემები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები და ფრინველები დაათვალიერეს.
მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები აღბეჭდეს. სკოლა VIII კლასის მოსწავლეთა გადაღებულ ვიდეოკადრებს გვიზიარებს: