„წარმატებული მომავალი და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება“-  სიონის საჯარო სკოლამ 75-ე თაობა გააცილა
27-05-2026

2025-2026 სასწავლო წელი მე-12 კალსებელისთვის 20 მაისს დასრულდა. 2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მოსწავლისთვის დაირეკა. 

კიდევ ერთი თაობა საზეიმოდ გააცილეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლიდან. 

წელს, სკოლამ  75-ე თაობა გამოუშვა. წელს, სიონის საჯარო სკოლა შვიდმა მოსწავლემ დაასრულა.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დღე კურსდამთავრებულებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. 

„წარმატებული მომავალი და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება ვუსურვეთ ჩვენ საყვარელ მოსწავლეებს“,- გვეუბნებიან სკოლაში და ახლგაზრდების დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203