
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულად აღინიშნა.
პირველკლასელებმა წარმოადგინეს საოცრად ლამაზი ღონისძიება, რომელიც ატარებდა, როგორც ღრმა საგანმანათლებლო, ისე შემოქდებით ხასიათს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, 1918 წლის 26 მაისის მოვლენებზე, თავდადებული გმირებზე, რომელთა ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, აღნიშნეს ქართველი ერის სიმამაცე და თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობამდე.
ზღაპრული სანახავი იყო ღონისძიების შემოქმედებითი ნაწილი. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.
ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: