„დამოუკიდებლობა რეალურ და პარალელურ სამყაროში“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს 
28-05-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში VI კლასის მოსწავლეებმა, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - ეკატერინე ჩიტაურის ხელმძღვანელობით, განახორციელეს შემოქმედებითი და შემეცნებითი პროექტი -„დამოუკიდებლობა რეალურ და პარალელურ სამყაროში“.

პროექტის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის ისტორიული მნიშვნელობისა და სამშობლოს წინაშე მოქალაქეობრივი და პიროვნული პასუხისმგებლობის გააზრება. მოსწავლეებმა დამოუკიდებლობა წარმოაჩინეს არა მხოლოდ, როგორც ქვეყნის თავისუფლება, არამედ როგორც ადამიანის შინაგანი ძალა, საკუთარი აზრის ქონა, არჩევანის გაკეთება, პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი თავის რწმენა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები, ვიდეოები, პოსტერები და AI-ის დახმარებით გაუმჯობესებული ვიზუალური მასალები. თითოეულ ნამუშევარში ნათლად ჩანდა მათი საინტერესო იდეები, განსხვავებული ხედვა და სამშობლოსადმი გულწრფელი დამოკიდებულება.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის თემა მრავალმხრივ წარმოაჩინეს ისტორიული მოვლენებიდან თანამედროვე საქართველოს განვითარებამდე, ასევე გაავლეს პარალელი რეალურ და პარალელურ სამყაროს შორის, სადაც თავისუფლება ადამიანის შინაგანი დამოუკიდებლობით იწყება.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათ შეძლეს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთიან შემოქმედებით სივრცეში გაერთიანება.

„ყველა მოსწავლემ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი. მათმა იდეებმა დაგვანახა, რომ 26 მაისი მხოლოდ ერთი ისტორიული თარიღი არ არის, ეს არის გაკვეთილი სკოლისთვის, მოსწავლისთვის, სრულიად საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის: დამოუკიდებლობა ნიშნავს ღირსებას, პასუხისმგებლობას, თავისუფალ აზროვნებას და უკეთესი მომავლის შექმნის სურვილს“, -აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

პროექტში მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება chatgpt.com, Gemini , notebook. მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი იდეების ვიზუალურად გამდიდრება და ციფრული ფორმით გადმოცემა, რამაც პროექტს განსაკუთრებული შემოქმედებითი ხასიათი შესძინა.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის VI კლასის მოსწავლეებსა და ქალბატონ ეკატერინე ჩიტაურს საინტერესო, შინაარსიანი და თანამედროვე პროექტის განხორციელებისთვის.

„ჩვენი მოსწავლეების ნამუშევრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავისუფლება იწყება აზროვნებიდან, პასუხისმგებლობიდან და საკუთარი შესაძლებლობების რწმენიდან. ასეთი პროექტები აძლიერებს მოსწავლეებში როგორც ციფრულ, ისე მოქალაქეობრივ ცნობიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთელ საქართველოს ულოცავენ - „გისურვებთ თავისუფალი აზროვნებით, შემოქმედებითობითა და წარმატებებით სავსე მომავალს!“

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203