„თავისუფლება ლომთა ხვედრია“ - ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრეს
12-07-2018
ურბნისის საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა ანჟელა ინდუაშვილმა ოკუპაციის დღესათან დაკავშირებით ღონისძიება - „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ ჩაატარა.
ღონისძიებაში VII-VIII კლასის მოსწავლეები - მარიამ ხანიშვილი, ნინო და ანი ბარამაშვილები, ბარბარე კაკაშვილი, ელენე კოკოზაშვილი და გიორგი და მარიამ ინდუაშვილები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა პრეზენტაცია გამართეს, რომლის თემა იყო - საქართველოს ოკუპაცია XIX-XX საუკუნეებში.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართველ იუნკერებზე, მარო მაყაშვილზე, გიორგი მაზნიაშვილზე, 9 აპრილის ტრაგედიასა და 2008 წლის აგვისტოს გმირებზე.
„ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართველი ხალხის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, რომელსაც დიდი მსხვერპლი ახლდა თან. ღონისძიებას უცრემლოდ არ ჩაუვლია. ამ დღემ მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქრა ამ დიდ ტრაგედიაზე, სამშობლოს სიყვარულსა და თავისუფლებაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია