ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინით შეაჯამეს
28-05-2026
 

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა სასწავლო წელი საინტერესოდ შეაჯამეს. 

l ა კლასში, პედაგოგ მაია ყულეჯიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარადა ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა - „ყველაზე ჭკვიანები და მხიარულები“.

ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა სასწავლო წლის მიწურულს გაიმართა და ემსახურებოდა მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის შეჯამებასა და ცოდნის განმტკიცებას ემსახურებოდა.

ვიქტორინა აერთიანებდა სხვადასხვა საგანს:

  • ქართულ ენას;
  • მათემატიკას;
  • ბუნებისმეტყველებას;
  • საღვთო სჯულს;
  • ხელოვნებასა და მუსიკას.

მოსწავლეები სამ გუნდად - „წითელქუდიანებად“,  „ლურჯქუდიანებად“, „ყვითელქუდიანებად“ იყვნენ დაყოფილნი და მრავალფეროვანი, საინტერესო დავალებების შესრულების გზით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, შემოქმედებითი უნარები და გუნდური მუშაობის კულტურა.

გაკვეთილი მიმდინარეობდა მხიარულ, შემეცნებით და კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც სწავლა თამაშის ელემენტებთან იყო შერწყმული. პატარა მონაწილეებმა დიდი მონდომებით, აქტიურობითა და ინტერესით უპასუხეს შეკითხვებს, შეასრულეს შემოქმედებითი და სააზროვნო აქტივობები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ცოდნის მიღება სიხარულთან და თანამშრომლობასთან ერთად განსაკუთრებით ნაყოფიერია.

„ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა გახდა სასწავლო წლის ღირსეული შეჯამება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა პირველკლასელთა მიღწევები, განვითარებული უნარები და ცოდნისადმი სიყვარული“,- აღნიშნავენ სკოლაში, მადლობას უხდიან მასწავლებლებს და წარმატებას უსურვებენ მოსწავლეებს. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხიელთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203