„ჩვენ, მზე და გაზაფხული” - ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელთა ლამაზი ღონისძიება
27-05-2026
 

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში მე-2 კლასელებმა განსაკუთრებული სითბოთი და ბავშვური სიხარული დაატრიალეს. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ სოფიო ოქროპირიძის ხელმძღვანელობით, გამართეს ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენ, მზე და გაზაფხული“.

დარბაზი სავსე იყო ფერებით, ღიმილითა და იმ ნათელი ემოციებით, რომლებიც მხოლოდ ბავშვების გულწრფელ სამყაროს შეუძლია დაბადოს.

პატარა მონაწილეებმა ლამაზად და შთამბეჭდავად გააცოცხლეს გაზაფხულის ზღაპრული სამყარო - მზის სხივებით, ყვავილების ფერადოვნებით და სიკეთით სავსე პერსონაჟებით. თეთრ და ყვითელ ფერებში გამოწყობილი მოსწავლეები თავად ჰგავდნენ გაზაფხულის პირველ სხივებს, რომლებიც სითბოსა და სინათლეს აფრქვევდნენ სცენიდან.

ღონისძიებაზე შესრულებულმა ლექსებმა, ცეკვებმა და მუსიკალურმა ნომრებმა განსაკუთრებული განწყობა შექმნა.

„თითოეულ ბავშვში იგრძნობოდა მონდომება, პასუხისმგებლობა და ის გულწრფელი სიხარული, რომლითაც ისინი მაყურებლის წინაშე წარდგნენ. სცენა ერთ დიდ, ფერად და კეთილ სამყაროდ გადაიქცა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ბავშვური ფანტაზია, სიყვარული და შემოქმედება. 

„ჩვენ, მზე და გაზაფხული“ მხოლოდ ღონისძიება არ ყოფილა - ეს იყო სიკეთის, მეგობრობისა და სილამაზის ზეიმი, რომელმაც თითოეულ დამსწრეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით პედაგოგებსა და მშობლებს, რომელთა ზრუნვამ, შრომამ და სიყვარულმა ეს ლამაზი დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
ვიდეო იხილეთ ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203