ნარდევანის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები ღონისძიებით გააცილეს
27-05-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა. 

მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. წელს სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა წარმატებით. მათგან სამი ოქროს მედლის კანდიდატია. 

გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის მისალოცად მისული იყვნენ მასწავლებლები, მშობლები, თანასოფლელები და სტუმრები სხვადასხვა სოფლიდან.

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური იყო კლასის დამრიგებლის -  ნანული ზურნაჩიანისთვის. მან მე-12 კლასელებს წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცა და ნათელი მომავალი უსურვა. 

„ჩვენს მოსწავლეებს დიდ წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერებად და გულშემატკივრებად რჩებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203