ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში ცვლილება შევიდა - ვის ეხება 3-ნაწილიანი ტესტირება
27-05-2026

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში ცვლილება შევიდა. დოკუმენტით განისაზღვრა, რომ „2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტი უფლებამოსილია 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომ – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის“.

გრანტის მოსაპოვებლად, სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტი კი შედგება სამი ნაწილისგან:

ა) წაკითხულის გააზრება;

ბ) ლოგიკური მსჯელობა;

გ) რაოდენობრივი მსჯელობა.

დეტალური ინფორმაცია და სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203