
26 მაისი - ჩვენი თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული ღირსების დღე თბილისის N108 საჯარო სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა.
სკოლაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ფარნავაზიდან დამოუკიდებლობამდე“, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბრძოლა თავისუფლებისთვის და იმ გმირთა ღვაწლი, რომლებმაც სამშობლოს დამოუკიდებლობა შეუნარჩუნეს.
მოსწავლეებმა სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით გააცოცხლეს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები - ფარნავაზის ეპოქიდან დღევანდელ დამოუკიდებელ საქართველომდე.
ღონისძიება სავსე იყო პატრიოტული სულისკვეთებით, ემოციითა და ეროვნული სიამაყით.
„მადლობა თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
ვულოცავთ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
იხილეთ ვიდეო: