ეროვნული სულის ზეიმი ბარდნალის საჯარო სკოლაში
27-05-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ეროვნულმა სულმა იზეიმა. 

სკოლაში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, რომელსაც  ისტორიის მასწავლებელი ირმა ლიპარტელიანი ხელმძღვანელობდა. 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ მე-9 კლასელებმა საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელის შექმნაშიც პედაგოგი ირმა ლიპარტელიანი დაეხმარა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა პატრიოტული შინაარსის ლიტერატურული ნომრებიც წარმოადგინეს, რომელთა მომზადებაში მათ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ხაბულიანი და კლასის დამრიგებლები დაეხმარნენ. 

ზეიმი მონაწილეებმა მუსიკალური ნომრებითაც გაალამაზეს. მუსიკალური ნაწილი მუსიკის მასწავლებლის - მზევინარ მეშველიანის ხელმძღვანელობით მომზადდა. 

მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ნომრებითად დაამშვენეს ღონისძიება, რაშიც დიდია მე-1ო კლასელი ლუკა მეიშვილის როლი.

ღონისძიების მხატვრულ გაფორმებაზე კი, როგორც ყოველთვის, ხელოვნების მასწავლებელმა ლალი კოპალიანმა იზრუნა, მოსწავლეებსა და კოლეგებთან ერთად;

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება საინტერესო სპორტული აქტივობებით დაგვირგვინდა, რომელიც სპორტის მასწავლებლის - ალუდა ხაბულიანის ორგანიზებით მომზადდა.

სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა ღონისძიებაში ჩართულ ყველა მასწავლებელსა და თითოეულ მონაწილეს, განსაკუთრებული მადლობა კი -  ღონისძიების ორგანიზატორ ქალბატონ ირმა ლიპარტელიანს.

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველას გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, ​საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს ყველა ქართველს ულოცავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203