„გაუფრთხილდით ქართულს - ჩვენს ყველაზე დიდ ეროვნულ საგანძურს!“- ქართული ენის ზეიმი პირველი ობჩის საჯარო სკოლაში 
27-05-2026

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად აღინიშნება ეროვნული დღესასწაულები. 

14 აპრილს, პირველი ობჩის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქართული ენის სიდიადე - წაიკითხეს ემოციური ლექსები და დამსწრე საზოგადოებას დედაენის ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაახსენეს.

დღის კულმინაცია შემეცნებითი ვიქტორინა გახდა, რომელმაც ბავშვებში დიდი ინტერესი და აზარტი გამოიწვია. ღონისძიების დასასრულს გამარჯვებული გუნდი საზეიმოდ დაჯილდოვდა სიგელებით.

„დღეს, როცა დედაენის დღეს ვზეიმობთ, გვახსოვდეს, რომ ქართული ენის დაცვა და მისი სწორად გამოყენება თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური მოვალეობაა. ნუ დავამახინჯებთ მას, ნუ დავკარგავთ მის მრავალფეროვნებას. გაუფრთხილდით ქართულს - ჩვენს ყველაზე დიდ ეროვნულ საგანძურს!“, - ამ სიტყვებით მიმართეს პედაგოგებმა მოსწავლეებს და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობა შეახსენეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203