სკოლის ფორმებისთვის 46 მილიონ ლარამდეა საჭირო - სამინისტრო გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს
25-05-2026

შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ სასკოლო ფორმების შესყიდვაზე გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 45 658 840 ლარის ღირებულების სასკოლო ფორმებზე.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მიწოდება სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს: I ეტაპი - 301 000 ცალი - 2026 წლის 15 ივნისიდან (შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიღებიდან) 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი - 600 000 ცალი - 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი - 900 000 ცალი - 2026 წლის 30 ნოემბრამდე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203