ლადო ასათიანის სახელობის​ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისური ენის ცოდნა საინტერესო ღონისძიებით შეაჯამეს 
25-05-2026

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაში სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა საინტერესოდ შეაჯამეს. 

ინგლისური ენის მასწავლებელმა, თეონა ფრუიძემ პირველ და მესამე კლასებში წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და მონდომებით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, უნარ-ჩვევები და შემოქმედებითი შესაძლებლობები.

აქტივობები გათვლილი იყო ინგლისური ენის ოთხივე მიმართულებაზე - მოსმენაზე, საუბარზე, კითხვასა და წერაზე. თითოეული დავალება სახალისო, საინტერესო და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული იყო, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ემოციური გახადა.

ღონისძიების დასასრულს მასწავლებელმა მოსწავლეები სიმბოლურად წიგნებით დაასაჩუქრა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს მათი ცოდნისა და წიგნიერების განვითარებას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უცხო ენების კათედრის წევრები, პირველი და მესამე კლასების დამრიგებლები და სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი, რომლებმაც მოწონება გამოხატეს და წარმატებები უსურვეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203