სკოლის ისტორიაში მორიგი შთამბეჭდავი ფურცელი გადაიშალა - ქვემო ქედის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა
27-05-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა

წელს, „ბოლო ზარი“ რვა მე-12 კლასელისთვის დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა.

სკოლასთან და ბავშვობასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა მე-12 კლასელებისთვის. მათ სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ სკოლის დამთავრება მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

„22 მაისს ქვემო ქედის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი შთამბეჭდავი ფურცელი გადაიშალა. 

მშობლიური სკოლის კედლებს დაემშვიდობნენ: რუსუდანი, ლაშა, ჯარჯი, სერგი, კობა, ვეფხო, ლევანი და ნოდარი! 

ბედნიერი და წარმატებული მომავალი ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ გოგო - ბიჭებს!

გვიყვარხართ, გილოცავთ, გლოცავთ და გეფერებით!“,- გვიყვებიან სკოლაში 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203