
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა.
20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.
გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელშიც სიმბოლურად მომავალი პირველკლასელებიც მონაწილეობდნენ. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა.
ახალგაზრდებს სასკოლო საზოგადოებამ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა.
„კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე კასრისწყალის საჯარო სკოლაში. გილოცავთ...
ამ განსაკუთრებულ დღეს ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ ჩვენი მომავალი პირველკლასელებიც. მათმა ღიმილმა და ენერგიამ კიდევ უფრო გაალამაზა ეს დაუვიწყარი დღე.
ბოლო ზარი ყოველთვის ემოციებით სავსე მოგონებაა - სიხარული, მონატრება, ახალი დასაწყისი და დიდი ოცნებები ერთად. მადლობა თითოეულ მონაწილეს მხარდაჭერისა და ამ დღის გალამაზებისთვის
წინ დიდი გზა და უამრავი წარმატებაა! გისურვებთ არასოდეს შეწყვიტოთ ოცნება და საკუთარი თავის რწმენა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: