ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასელთა ​დაუვიწყარი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
29-05-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. 

მე-9 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ესმა მოსიაშვილის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ, სადაც დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს. შემდეგ მოსწავლეები მთაწმინდის მიმართულებით გაეშურნენ, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეს. 

ექსკურსია მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მე-9 კლასელთა სასკოლო ცხოვრებას კიდე ერთი დაუვიწყარი და შთამბეჭდავი დღე შეემატა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203