ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს
25-05-2026

27 მაისს პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი სრულდება. 

2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის. პატარებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობა პედაგოგმა მაყვალა კახაძემ გაუწია. 

მოსწავლეებმა წარმატებით ისწავლეს წერა-კითხვა და დედაენის სიტკბოებასაც ეზიარნენ. პირველი სასწავლო წელი კი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება წარმოადგინეს, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და პირველი მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.

„ჩვენმა პატარებმა პირველი კლასი წარმატებით დაასრულეს. ეს წელი იყო სავსე სწავლით, მეგობრობით, სიხარულით და უამრავი ლამაზი მოგონებით.

გილოცავთ პირველ წარმატებას, ჩემო პატარებო!

წინ კიდევ ბევრი გამარჯვება და ბედნიერი დღე გელოდებათ სიყვარულით თქვენი მასწავლებელი მაყვალა კახაძე“,- აღნიშბავს მოსწავლეთა დამრიგებელი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203