„ქართული ანბანის ზეიმი“ ალათუმანის საჯარო სკოლაში - პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დააგვირგვინეს 
27-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს. პირველკლასელებმა „ქართული ანბანის ზეიმი“. 

„ენა დედაა, ენა ღმერთია, ენა სამშობლოს სიცოცხლე არის“- აღნიშნეს მოსწავლეებმა და სწორედ ამ ამაღლებული განწყობით დედა ენის გაცილებისა და და ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ულამაზესი ღონისძიება გამართეს.

ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა თითოეული პატარასთვის, რომელთაც სულ რამდენიმე თვის წინ შეაღეს სკოლის კარი, დღეს კი უკვე ამაყად და თავდაჯერებულად ააჟღერეს სამშობლოს, ქართული ენისა და ჩვენი უნიკალური ანბანის სადიდებელი სიტყვები.

ღონისძიების ფარგლებში, პირველკლასელებმა დიდი სიყვარულითა და მადლიერებით გაიხსენეს ქართული საერო განათლების ფუძემდებელი - იაკობ გოგებაშვილი და მისი უკვდავი „დედა ენა“, რომლითაც მათ სამყაროს შეცნობისა და წერა-კითხვის ჯადოსნური გზა დაიწყეს.

პატარებმა უბადლოდ წარმოთქვეს სამადლობელი სიტყვები, რომლებიც სავსე იყო ბავშვური გულწრფელობითა და იმ პასუხისმგებლობით, რასაც ქართული ენის სიყვარული და მისი გაფრთხილება ჰქვია.

ღონისძიება დახუნძლული იყო მრავალფეროვანი პროგრამით. მოსწავლეებმა დიდი ემოციითა და არტისტულობით წაიკითხეს ლექსები საქართველოზე, მის დიდებულ წარსულსა და ნათელ მომავალზე. ბავშვებმა თავიანთი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით სცენაზე ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. რამაც დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

„ეს დღე იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იზრდებიან ალათუმანის საჯარო სკოლაში პატრიოტი, ნიჭიერი და საკუთარი ფესვების პატივისმცემელი ახალგაზრდები. ვულოცავთ ჩვენის ძვირფას პირველკლასელებს, მათ მასწავლებლებს და მშობლებს ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს!  ცოდნის სამყაროში თქვენი გზა მუდამ ასეთივე მრავალფეროვანი, წარმატებული და ლამაზი ყოფილიყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203