მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით საგნმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ
25-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში დახმარებას. 

მეჩხეთურის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეები საჩხერის ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას სტუმრობდნენ. 

მოსწავლეები აკადემიის საგანმანათლებლო გარემოსა და პროგრამებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სასწავლო სივრცეები, გაცნობოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც აკადემია მომავალი პროფესიული განვითარებისთვის სთავაზობს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა-მოსწავლეები აქტიურად ერთვებოდნენ განხილვებში და ინტერესით უსმენდნენ პროფესიონალების გამოცდილებას.

აკადემიის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული აქტუალური პროგრამები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პრაქტიკულ სწავლებასა და იმ უნარებზე, რომლებიც დღევანდელ შრომით ბაზარზე მოთხოვნადია.

„იმედია ეს ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაში და დაეხმარება მათ გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი საკუთარი მომავლისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203