საზეიმო „ბოლო ზარი“ მერევის საჯარო სკოლა​ში
25-05-2026

2025-2026 სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის 20 მაისს დასრულდა. 2026 წელს „ბოლო ზარი“ 42 853 მე-12 კლასელისთვის დაირეკა. 

კიდევ ერთი ლამაზი თაობა დააფრთიანა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლა​მ

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. სასკოლო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად ექცია.

გაიმართა ლამაზი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექტორმა და მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს. 

დღის ბოლოს მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითაჭრელდა. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203