
20 მაისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო გაკვეთილი“ ჩატარდა, რომელსაც სკოლის დირექცია, მშობლები, სტუმრები ესწრებოდნენ.
გაკვეთილი სავსე იყო ამაღელვებელი მომენტებით, საინტერესო ნომრებითა და მადლიერებით სავსე გამოსვლებით.
მე-12 კლასელებმა მადლობა გადაუხადეს დირექტორს, დამრიგებელსა და ყველა მასწავლებელს მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის.
თბილი სიტყვები არ დაიშურა დირექტორმაც. ბერნიკ ჰოვსეფიანმა მშობლებს მადლობა გადაუხადა, სამაგალითო შვილების აღზრდისთვის, მე-12 კლასელებს კი დიდი სიყვარულით მიმართა და ცხოვრების ახლ ეტაპზე გზა დაულოცა. მოსწავლეებმა მოისმინეს დაწყებითი კლასის მასწავლებლის, ოფელია მარიკიანის კეთილი სურვილები და თბილი მოგონებები და ასევე დამრიგებლის, სიუზანნა არაქელიანის ემოციური მისალოცი სიტყვები. ასევე სიტყვით გამოვიდნენ დაწყებითი მიწვეული სტუმრები.
ახალგაზრდებმა კი საინტერესო ნომრები დადგეს, სასკოლო ცხოვრებიან მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დღე კიდევ უფრო გაალამაზეს.
დღე სავსე იყო როგორც ემოციური წუთებით. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა. ამასთან ერთად ეს იყო მათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი და გარდამტეხი დღე, დღეიდან ხომ მათ ელით აინტერესო და თავგადასავლებით სავსე სამყარო.
სკოლის დირექციის სახელით ყველა მშობელს გადაეცა მადლობის სიგელი. ასევე სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ მე-12 კლასელებიც.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლამ 51-ე თაობა გააცილა.
„ბოლო ზარის“ დღესასწაული სიზმარივით გაფრინდა და ჩვენ დაგვიტოვა თბილი და ტკბილი მოგონებები ჩვენი სკოლის 12 მოსწავლესთან დაკავშირებით“,-აღნიშნავენ სკოლაში.