„ჩვენო ძვირფასებო, დასრულდა ბავშვობის წლები - წინ დიდი გზა გელით“ - მანდაეთის სკოლის დირექტორის, თამარ მუმლაძის ემოციური მიმართვა მეთორმეტეკლასელებს
25-05-2026

20 მაისი - გაზაფხულის თბილი დღე ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მანდაეთის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული, სევდანარევი სიხარულით გათენდა. სკოლის ეზოში ტრადიციული ბოლო ზარის ხმა გაისმა, რომელმაც მე-12 კლასელებისთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი, ლამაზი ეტაპის დასასრული და სრულიად ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი გვამცნო.

თეთრი პერანგები, ერთმანეთისთვის დაწერილი გულწრფელი სურვილები, მადლიერების ცრემლები და მასწავლებლების თბილი მზერა მანდაეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს მთელი ცხოვრების მანძილზე ტკბილ მოგონებად გაჰყვებათ. სკოლის კედლებში გატარებულმა თორმეტმა წელმა მათ მისცა არა მხოლოდ განათლება, არამედ მყარი ღირებულებები, მეგობრობა და სამშობლოს სიყვარული.

ამ დიდებულ და საპასუხისმგებლო ნაბიჯთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორმა, თამარ მუმლაძემ, საკუთარ აღსაზრდელებს ემოციური სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დღეს თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ყოველთვის მტკივნეულია სკოლის კურსდამთავრებულებთან განშორება, ერთდროულად სიხარულიც გვეუფლება და სევდაც.

დასრულდა ბავშვობის წლები. წინ დიდი გზა გელით, ახალი მიზნები, ახალი ოცნებები... ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი წარმატებებისა და ბედნიერი მომავლისა.

იხარეთ, იბედნიერეთ, იდღეგრძელეთ!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203