
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა.
სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. ახალგაზრდები ცხოვრების ახალ ეტაპზე მთელმა სკოლამ გააცილა.
22 მაისი კიდევ ერთი ლამაზი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე იყო მათ სასკოლო ცხოვრებაში. კლასის დამრიგებლის - მარინე მეგერიანის ხელმძღვანელობით ბავშვებმა გულმოდგინედ წარმოაჩინეს თავიანთი შემოქმედება. მაყურებლის წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარმოადგინეს შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები. წარმოდგენის ბოლოს კი მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, რამაც დღე უფრო დასამახსოვრებელი გახადა.
სკოლის დირექტორმა ბატონმა ნორაირ აკოპიანმა და კლასის დამრიგებელმა მარინე მეგერიანმა კურსდამთავრებულებს მიულოცეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადაცვლა და ნათელი და წარმატებებულო მომავალი უსურვეს.
მოსწავლეებმა კი მადლობა გადაუხადეს მასწავლებლებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას.