„მუდამ იარეთ წინ და მიაღწიეთ დასახულ მიზნებს“...- ხორენიის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
25-05-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ხორენიის საჯარო სკოლაში გამორჩეული, ემოციური და საზეიმო დღე გათენდა - 20 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

წელს ხორენიის საჯარო სკოლას სამი კურსდამთავრებული ჰყავს, თუმცა ამ მცირერიცხოვანმა, მაგრამ გამორჩეულმა კლასმა მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა - მეთორმეტეკლასელებმა სკოლის კედლებში გატარებული დაუვიწყარი წლები ემოციურად გაიხსენეს, უდიდესი სიყვარულითა და მოკრძალებით გადაუხადეს მადლობა სკოლის დირექციასა და პედაგოგებს იმ ფასდაუდებელი შრომისთვის, მზრუნველობისა და ცოდნისთვის, რომელიც მათგან წლების განმავლობაში მიიღეს.

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ამაღელვებელი და ემოციური აღმოჩნდა კლასის დამრიგებლისთვის - ეღისაბერტ აირაპეტიანისთვის. მან დიდი სიყვარულით, თბილი სიტყვებითა და დედობრივი მზრუნველობით მიმართა საკუთარ გაზრდილებს, შეაჯამა მათთან ერთად გავლილი გზა და ცხოვრების ახალ, დამოუკიდებელ ეტაპზე წარმატებები უსურვა.

კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება პირადად მიულოცა ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორმა, ბატონმა რუბენ ვარდანიანმა და მთელმა სასკოლო საზოგადოებამ. მათ ახალგაზრდებს მოუწოდეს, მუდამ წინ იარონ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს და ასახელონ მშობლიური სოფელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203