
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წარმატება წახალისებულია. ბავშვების მიღწევებს დირექცია და პედაგოგები ყოველთვის საამაყოდ აღნიშნავენ.
ახლახან, გიმნაზიის მოსწავლეები - გიორგი კურტანიძე, თინათინ თამაზაშვილი და ბარბარე სვიანაძე საჭადრაკო ტურნირში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ.
სასკოლო საჭადრაკო ტურნირი სკოლა-გიმნაზიაში „თამარობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს.
გამარჯვებულებს სიგელები გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ საზეიმოდ გადასცა.
იხილეთ ფოტოები: