საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიიდან კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
28-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა. 

გიმნაზიაში „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. ტრადიციისამებრ კურსდამთავრებულები (დამრიგებლები: თეონა მოდებაძე და ნათია პაპინაშვილი) ტაძარში შეიკრიბნენ და ამაღლების სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

წირვის შემდეგ, გიმნაზიის რექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დალოცა კურსდამთავრებულები, მიულოცა გიმნაზიის დამთავრება და მათი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.

შემდეგ იყო აკადემიური ქუდების მორგების ცერემონიალი, რომელიც მოსწავლეებს მამა მირიანმა და ფოფოდია ნანამ გადასცეს. რასაც მოჰყვა წითელი ხალიჩა, ძალიან ბევრი წითელი ვარდი და უმცროსკლასელების ოვაციები. გაიხსნა რიგით მეექვსე ვარსკვლავი. ამჯერად მოსწავლეების სლოგანი იყო - „განათლება თავისუფლებააა“...რასაც მოჰყვა ტორტის გაჭრა და ნომინაციების მინიჭება...

ამის შემდეგ, კურსდამთავრებულებმა გადაინაცვლეს სცენაზე, სადაც წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება... გაიხსენეს განვლილი წლები. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ მათი პირველი მასწავლებლები, ასევე, კლასის დამრიგებლები - ნათია პაპინაშვილი და თეონა მოდებაძე, დირექტორის მოადგილე, სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანა (ციცინო) ანთაძე.

სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა კურსდამთავრებულმა, ჰერეთელმა - ირაკლი ბაბუცაშვილმა.

„გიმნაზიის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება - ულოცავენ კურსდამთავრებულებს ამ ლამაზი 12 წლის დასრულებას და უსურვებენ მათ შემდგომ წარმატებულ მოღვაწეობას....

უფლისა და სამშობლოს სიყვარული, ტოლერანტობა, ადამიანობა - ამ ღირებულებების მატარებელი მოსწავლეები ტოვებენ გიმნაზიას....“,- აღნიშნავენ სკოლაში და კურსდამთავრებულებს დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით აცილებენ.

აღსანიშნავია, რომ „ბოლო ზარის“ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია დირექტორის მოადგილემ, კლასგარეშე მუშაობის მენეჯერმა - იოსებ აფაქიძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203