საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში
27-05-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ - წარმატებით იასპარეზეს. 

კონკურსის - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ - ნახევარფინალური შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ჩატარდა.

ნახევარფინალში ერთმანეთს საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის გუნდი „მრწამსი“ და საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდი „არსიანი (გუნდის ხელმძღვანელი, რელიგიების ისტორიის პედაგოგი ივერი მერკვილაძე) შეხვდნენ, 

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და „არსიანის“ გამარჯვებით დასრულდა.

კონკურსის მიმდინარეობის დროს, თამარ მეფის სკოლა-გიმნაზიის მომღერალთა გუნდმა შეასრულა საგალობლები.

დღის ბოლოს, წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა დაათვალიერეს დადიანების მუზეუმი.

 საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექცია ულოცავს ბიბლიის შემსწავლელი გუნდ „არსიანს“ მორიგ გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

ფინალური ტური 28 მაისს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203