ჭიათურის N2 სკოლის პირველკლასელებმა მათემატიკური ცოდნა გამორჩეულად საინტერესო გაკვეთილით შეაჯამეს
25-05-2026

27 მაისს პირველკლასელები სასწავლო წელს ასრულებენ. სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მეტად ნაყოფიერი იყო ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის. მოსწავლეებს რიცხვების ჯადოსნურ სამყაროში მეგზურობა პედაგოგმა ნათია გიგაშვილმა გაუწია. სასწავლო მიღწევები ბავშვებმა მასწავლებელთან ერთად საინტერესოდ შეაჯამეს. 

1-ელ კლასში, წლის ბოლოს ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი მათემატიკაში. მასწავლებლის მიზანი იყო თავი მოეყარა, გაეაქტიურებინა წინარე ცოდნა ნატურალურ რიცხვთა მოქმედებებზე, საინტერესო მეთოდებითა და აქტივობებით.

პედაგოგმა, ნათია გიგაშვილმა, შეაჯამა და მოსწავლეთა ჩართულობის გზით, მშობლებს მკაფიოდ დაანახა მათი შვილების შესაძლებლობები, არსებული ცოდნა და საჭიროებები. ყურადღება გაამახვილა იმ უნარებზე, რაც გზას გაუკაფავთ მათ, მათემატიკის საინტერესოდ შესწავლაში.

ბავშვებმა არსებული ცოდნა გამოიყენეს ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირში საინტერესო აქტივობით - „სტუმრად მარკეტში“ მოსწავლეების მოლოდინი - გაკვეთილი ყოფილიყო გამორჩეულად საინტერესო, გამართლდა. რაც აისახა მათ თვითშეფასებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203