
არსებობს დღეები, რომლებიც სამუდამოდ რჩება ადამიანის მეხსიერებაში, როგორც სიხარულისა და იმედის სიმბოლო. სწორედ ასეთი, განსაკუთრებული ემოციებითა და სითბოთი დატვირთული დღე დადგა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სადაც კურსდამთავრებულებისთვის „ბოლო ზარის“ ტრადიციული ღონისძიება მოეწყო.
კურსდამთავრებულებმა, პედაგოგებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით, სიყვარულითა და გულწრფელი ემოციებით წარმოადგინეს მრავალფეროვანი პროგრამა და გულთბილი სამადლობელი სიტყვები, რომლებმაც დარბაზში მყოფთა აღფრთოვანება გამოიწვია.
ეს დღე კიდევ ერთხელ იქცა მტკიცე მეგობრობის, სასკოლო ერთიანობისა და იმ ტრადიციების პატივისცემის საუკეთესო მაგალითად, რომლებსაც გორელოვკის N3 საჯარო სკოლა წლების განმავლობაში უფრთხილდება.
აღსანიშნავია, ასეთი შთამბეჭდავი ღონისძიების წარმატებით ჩატარება სასკოლო საზოგადოების ერთობლივი შრომის შედეგია. სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს, რომლებმაც საკუთარი ენერგიით, მხარდაჭერითა და მხარში დგომით ეს დღე განსაკუთრებულად აქციეს.
გორელოვკის N3 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი აღზრდილებით, ულოცავს მათ ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და უსურვებს ნათელ და წარმატებულ მომავალს!