ჩიხარეშის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ სამი მე-12 კლასელისთვის დაირეკა - სასკოლო საზოგადოებამ კურსდამთავრებულები არაჩვეულებრივი ღონისძიებით გააცილა 
27-05-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

20 მაისს, „ბოლო ზარი“ სამი მე-12 კლასელისთვის დაირეკა. სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს არაჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოუწყო. 

ღონისძიებამ, არაერთი საზეიმო ნომერი - მისალოცი სიტყვები, სიმღერები თუ სპექტაკლები გააერთიანა და სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მთელმა სკოლამ მიულოცა. მე-12 კლასელებმა კი დირექციასა და პედაგოგებს მათ განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მათთვის სკოლასთან და ბავშვობასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203