ახალი გზის დასაწყისი - ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
25-05-2026

​ცხოვრებაში არსებობს მომენტები, რომლებიც განსაკუთრებულ მოგონებად რჩება. სწორედ ასეთი საზეიმო, ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული დღე დადგა ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში, სადაც მეტად მნიშვნელოვანი ტრადიცია - მეთორმეტეკლასელთა „ბოლო ზარი“ ულამაზესი ღონისძიებით აღინიშნა.

ეს დღე სკოლის კედლებში გატარებული დაუვიწყარი წლების ლოგიკური შეჯამება და იმ დიდი, საინტერესო გზის დასაწყისია, რომელსაც კურსდამთავრებულები დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადადგამენ.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მეთორმეტეკლასელებმა ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს პედაგოგებს, მშობლებსა და სტუმრებს, კურსდამთავრებულებმა სცენაზე წარმოადგინეს საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული პროგრამა, ტრადიციული თეთრი პერანგები, მილოცვები, სამახსოვრო წარწერები და სიხარულის ცრემლები კი დიდ სიყვარულსა და მეგობრობაზე მეტყველებდა.

ღონისძიების მთავარი ხაზი მასწავლებლების მიმართ გამოხატული უდიდესი მადლიერება იყო. კურსდამთავრებულებმა გულთბილი მადლობა გადაუხადეს ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის თითოეულ პედაგოგსა და ადმინისტრაციას იმ დაუღალავი შრომისა და მზრუნველობისთვის, რისი დამსახურებითაც ისინი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა ახალგაზრდებს გზა დაულოცეს, ცხოვრების ახალ ეტაპზე დიდი წარმატებები უსურვეს და იმედი გამოთქვეს, რომ თითოეული მათგანი ასახელებს საკუთარ სკოლასა და მშობლიურ ქალაქს.

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლა ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით და სჯერა მათი ნათელი მომავლის!

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203