სიურპრიზებით სავსე ბოლო ზარი ბანძის საჯარო სკოლაში და დირექტორის განსაკუთრებული მუსიკალური საჩუქარი კურსდამთავრებულებს
25-05-2026

წლევანდელი სასწავლო წლის დასასრული მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლისთვის განსაკუთრებით ემოციური და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა - გარდა იმისა, რომ სკოლა საყვარელ კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა, სადაც დირექტორმა - დონალდ ძაგანიამ ყველასთვის მოულოდნელი და დაუვიწყარი სიურპრიზი მოამზადა - კურსდამთავრებულებს სიმღერა მიუძღვნა, რომელიც თავადვე შეასრულა.

დირექტორის გულწრფელმა შესრულებამ უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია. ჩვენ კი აღვნიშნავთ, რომ ამ ჟესტით სკოლის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ბანძის საჯარო სკოლა არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს გახლავთ ერთი დიდი, შემოქმედებითი ოჯახი, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის სიყვარულის ხიდია გადებული.

ბანძის საჯარო სკოლამ წელსაც დაამტკიცა, რომ აქ მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო, მაღალი აკადემიური სტანდარტები, ხელოვნების სიყვარული და თბილი, ოჯახური ატმოსფერო ერთმანეთს ერწყმის.

ჩვენ კი დავძენთ, რომ 20 მაისს სიმბოლურად დაიხურა ამ ახალგაზრდების ცხოვრების ერთი ლამაზი თავი და იწყება სრულიად ახალი ეტაპი, სადაც არჩევანიც, გადაწყვეტილებებიცა და ნაბიჯებიც დამოუკიდებელი ხდება... გილოცავთ სკოლის დასრულებას. გისურვებთ წარმატებებს მომავალ გამოცდებზე, სტუდენტობას და დასახული მიზნების ასრულებას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203