პირველი წარმატებული ნაბიჯები წიგნიერების სამყაროში - თორიის საჯარო სკოლაში ანბანის გაცილების დღესასწაული მოეწყო
25-05-2026

განათლების გზაზე პირველი წლის შეჯამება ყოველთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელი მოვლენაა. სწორედ ასეთი საზეიმო და ემოციური დღე ჩაიწერა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, თორიის საჯარო სკოლის ისტორიაში, სადაც პირველკლასელებისთვის ანბანის გაცილების ტრადიციული ღონისძიება გაიმართა.

ამ ლამაზი აქტივობის ორგანიზატორი პედაგოგი გერმინე ტონაკანიანი გახლდათ. ღონისძიებაში კი აქტიურად ჩაერთო თითოეული პირველკლასელი, რომლებმაც მრავალფეროვანი აქტივობები წარმოადგინეს: შეასრულეს სიმღერები, ​მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ​​აქტივობის დასასრულს კი გულთბილი სიტყვებით გადაუხადეს მადლობა მასწავლებლებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის, მოთმინებისთვის და იმ უსაზღვრო მხარდაჭერისთვის, რომელსაც სასწავლო წლის განმავლობაში ყოველდღიურად გრძნობდნენ.

აღსანიშნავია, რომ თორიის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეთა არაფორმალურ განათლებას. სკოლის ხელმძღვანელობის განცხადებით, მსგავსი საზეიმო აქტივობები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვების მოტივაციის ამაღლებაში, უვითარებს მათ შემოქმედებით უნარებს და ეხმარება საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203