მე-12 კლასელთა ამაღელვებელი გაცილება და საზეიმო „ბოლო ზარი“ ითხვისის N2 საჯარო სკოლაში
25-05-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია, რომელთან გამომშვიდობებას სიხარულთან ერთად ყოველთვის ახლავს სევდაც. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება, რომელიც სასიამოვნო და თბილ ვითარებაში წარიმართა 

კურსდამთავრებულებს გზა დაულოცეს და წარმატებული მომავალი უსურვეს სკოლის დირექტორმა - მარიამ გრძელიშვილმა, დამრიგებელმა - ირინე კაპანაძემ და სხვა მასწავლებლებმა.

მოსწავლეებმა კი კურსდამთავრებულებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები. წარმოადგინეს იუმორისტული სკეტჩები.

დღის ბოლოს მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელლდა. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ემოციური აღმოჩნდა. 

„საღამომ სასიხარულო და ცოტა სევდიანი განწყობა დატოვა სკოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახალგაზრდებს დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით ემშვიდობებიან - „ბედნიერი მომავალი ვუსურვოთ ყველა კურსდამთავრებულს ერთიან და წარმატებულ საქართველოში!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203