
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო.
რაღა თქმა უნდა, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას და წარმატებითაც იასპარეზეს.
სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს თამაშებში მეორე საპრიზო ადგილი დაისაკუთრა.
სკოლაში ულოცავენ მოსწავლეებს წარმატებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: