
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ბლიაძემ „ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა.
საგნობრივ ჩემპიონატს მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა და შესაძლებლობებიც წარმატებით წარმოაჩინა. წარმატების დასტურად კი სერტიფიკატი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ანდეზიტის საჯარო სკოლაში ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოსწავლეთა აკადემიური წარმატება კი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საამაყოა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული მედია-პროექტ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი საგნობრივი ჩემპიონატი საუკეთესო გზაა მოსწავლეების აკადემიური განვითარებისა და მოტივაციის გასაზრდელად. ოლიმპიადებში მონაწილეობა საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას - გაიღრმავონ ცოდნა, განივითარონ კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, გამოსცადონ შესაძლებლობები და ისწავლონ დროის მართვა.