
სამტრედიის N10 საჯარო სკოლის მოსწავლე რომა ტონიამ „ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა წარმატებით გაიარა.
საგნობრივ ჩემპიონატს მოსწავლე დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. წარმატების დასტურად კი „ეტალონის“ სერტიფიკატი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ სამტრედიის N10 საჯარო სკოლაში ახალისებენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში. მოსწავლეთა აკადემიური წარმატება კი სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველთვის საამაყოა.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ჩემპიონატი საქართველოს სკოლების მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას - გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები.