საზეიმო „ბოლო ზარი“ საბათლოს საჯარო სკოლაში
25-05-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

20 მაისს სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა ლამაზი გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. ახალგაზრდებს დირექციამ და პედაგოგებმა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს, მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ სწავლა-განათლებაში ჩადებული ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. დღე არანაკლებ ემოციური იყო მასწავლებლებისთვის, რომელთაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათ მეგობრებად და დიდ გულშემატკივრებად რჩებიან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203