
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში საქართველოს მთავარი ეროვნული დღესასწაული აღინიშნა.
სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „მომავალი ჩვენია“ წევრებმა 26 მაისისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.
მარიამ კირვალიძემ წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობის შესახებ. მოსწავლეებმა ისაუბრეს 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე, თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის იდეებზე.
აქტივობის ფარგლებში საკუთარი ლექსი წაიკითხა ია კირვალიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა ასევე წარმოადგინეს თემატური ნახატები, რომლებშიც ასახული იყო სამშობლოს სიყვარული, დამოუკიდებლობა და ეროვნული სიმბოლოები.
აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ისტორიული მეხსიერების გაძლიერება, ასევე მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 108 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტოები: